გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარკოზი: ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად - ვინმემ თუ უღალატა ფრანგ ხალხს, ეს მე არ ვარ, წარმოუდგენელი უსამართლობაა, რაც თქვენ ახლა იხილეთ

25-09-2025

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ციხეში დაიძინებს, მაგრამ თავაწეული“.

სარკოზი ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ოთხი ბრალდებიდან სამში გაამართლეს და მხოლოდ თანამოაზრეებთან „კრიმინალური შეთქმულების“ ბრალდებით დააკავეს.


„მათ თუ სურთ, რომ ციხეში მეძინოს, დავიძინებ, მაგრამ - თავაწეული. მე უდანაშაულო ვარ. ეს უსამართლობაა, ეს სკანდალია. არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რაც არ ჩამიდენია და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. უდავოდ, მომიწევს, სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხელბორკილებით წარვდგე. ვისაც ასე ძალიან ვძულვარ, ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ჩემი დამცირება, მაგრამ რაც დღეს დაამცირეს, არის საფრანგეთი, საფრანგეთის იმიჯი. ვინმემ თუ უღალატა ფრანგ ხალხს, ეს მე არ ვარ, წარმოუდგენელი უსამართლობაა , რაც თქვენ ახლა იხილეთ. ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ ჩემი სრული უდანაშაულობის დასამტკიცებლად“, - განაცხადა სარკოზიმ.


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს მართლმსაჯულებისადმი ნდობაზე სერიოზული გავლენა ექნება.


„დღეს მომხდარ ფაქტს, სერიოზული მნიშვნელობა აქვს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობისთვის. მე ამ ოთხი მუხლით მქონდა ბრალი წარდგენილი, რომელთაგან სამში გავმართლდი. დაფინანსება, კორუფცია არ აღმოჩენილა. დამნაშავედ მცნეს, თითქოს ჩემს ორ კოლეგას დავრთე ნება, მოეფიქრებინათ ჩემი კამპანიის უკანონო დაფინანსების იდეა. ამ წლების განმავლობაში, არ უარმიყვია ჩემი პასუხისმგებლობები, უარი არ მითქვამს არც ერთ მოსმენაზე მოსვლაზე. მე დამაპატიმრეს, დამკითხეს. როგორც სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ თქვა, პირადი გამდიდრების, ჩემი კამპანიის უკანონოდ დაფინანსების არანაირი მტკიცებულება არ არის, მაგრამ სასამართლომ დაასკვნა, რომ ხუთი წელი ციხეში უნდა გავატარო. საფრანგეთის მოქალაქეებს ვთხოვ, განურჩევლად იმისა, მხარს მიჭერენ თუ არა, შეაფასონ ის, რაც ახლა მოხდა“, - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031