გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში, ამ დროს „ნაცები“ ტირიან, რატომ ქართულადო

25-09-2025

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გაეროში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართველი პრეზიდენტისგან ქართულ ენაზე საუბარი ამ ტრიბუნიდან 34 წლის მანძილზე პირველად გაიგო.


ექსპერტი პოსტს თან ურთავს ვიდეოს, რომელშიც ოპოზიციონერი გიორგი რუხაძე აკრიტიკებს პრეზიდენტის ქართულად მიმართვას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმ მიზეზით, რომ ქართული ენის ჟღერადობას „დიდად არ აქებენ“.


„დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში. აქსიოს! ამ დროს „ნაცები“ ტირიან, რატომ ქართულადო. ნახეთ!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031