გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიზა გეგეჭკორი: „ლელოს“ ჭუკებს მორიგი ხელოვნური გამოსვლა ჰქონდათ, უცებ კუპრაძემ დაიკნავლა, კვერცხი გვესროლესო და აქედან არასრულ ხუთ წუთში ბანერი გამოაქვეყნეს, აქაოდა, „ოცნებამ“ გვესროლაო - რა უნიჭოები ხართ

25-09-2025

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი „ლელოს“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.


გეგეჭკორის თქმით, „ლელომ“ ამ ინციდენტიდან სულ რამდენიმე წუთში „ფეისბუკგვერდზე“ გამოაქვეყნა წინასწარ გამზადებული ბანერი, რომლითაც კვერცხების სროლაში ბრალი „ქართულ ოცნებას“ დასდო.


„ლელოს ჭუკებს რაღაც მორიგი ხელოვნური გამოსვლა ჰქონდათ ერთ-ერთ უბანში, უცებ კუპრაძემ დაიკნავლა, კვერცხი გვესროლესო და აქედან არასრულ ხუთ წუთში ეს ბანერი გამოაქვეყნეს, აქაოდა „ოცნებამ“ გვესროლაო. აი, რა უნიჭოები ხართ, მაგის დადგმას რაღა უნდოდა წესიერად, ელვის სისწრაფით რომ დადეთ ბანერი, თქვენ ფიქრობთ, ყველა თქვენნაირი სულელია და ვერ ვხვდებით, რომ თქვენ დადგით და წინასწარ გქონდათ მზად ბანერი?“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930