გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

26-09-2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.


აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.


როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართელოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.


„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტიერეშმა აღნიშნა,რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა [გადაგვიხადა] იმისათვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930