გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ევროფლიდები საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე პროპაგანდისას, ცრუ აღქმებით ხელმძღვანელობენ და არა თუნდაც EBRD-ს მონაცემებით, რომლითაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც მოწინავეა

26-09-2025

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა“,  - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, ბრიუსელის მიერაც დაკვეთილი სახელმწიფოებრივი მდგომარეობის აღმწერელი პარამეტრები არ დარჩა, სადაც საქართველოს საგრძნობი პროგრესი არ აქვს, თუმცა ე.წ. ურჩზე ამის აღიარება დროებით ევროჩინოსნებს უჭირთ.


„ევროფლიდები საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე პროპაგანდისას, ცრუ აღქმებით ხელმძღვანელობენ და არა თუნდაც EBRD-ს მონაცემებით, რომლითაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც მოწინავეა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.


ბრიუსელის მიერაც დაკვეთილი სახელმწიფოებრივი მდგომარეობის აღმწერელი პარამეტრები არ დარჩა, სადაც საქართველოს საგრძნობი პროგრესი არ აქვს, თუმცა ე.წ. ურჩზე ამის აღიარება დროებით ევროჩინოსნებს უჭირთ. EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით: საქართველო - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 7% უკრაინა - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.5% მოლდოვა - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 1.5%“, - წერს აბაშიძე. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031