გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი; ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

26-09-2025

აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს სურვილია, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.


„ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031