გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების მართვის საკითხები განიხილეს

26-09-2025

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა განავითაროს ისეთი ცხოველური ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც გარემოსდაცვით და ეკონომიკურ ასპექტებს დაეფუძნება.


„ცხოველური ნარჩენების მართვა საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების ნარჩენების, მათ შორის, სასაკლაოებში, ბაზრებსა და ფერმებში წარმოქმნილი ცხოველური ნარჩენების  სწორი მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ისე გარემოს დაცვისა და ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით. მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ამ ნარჩენების განთავსება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. ცხოველური ნარჩენის ნაგავსაყრელზე უკონტროლოდ განთავსებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ინფექციების გავრცელება, ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ასეთი ნარჩენის სეპარირება, შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება ქმნის ღირებული რესურსების – ბიოგაზი, ორგანული სასუქი ან ცხოველთა საკვები - გარდაქმნის შესაძლებლობას, რაც დამატებით ეკონომიკურ სარგებელს იძლევა; შესაბამისად, ცირკულარული ეკონომიკის საკითხია. კერძო სექტორთან მჭიდრო კოორდინაციით,  დროულად უნდა მოვძებნოთ ეფექტიანი გამოსავალი“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი, ზურაბ ეზუგბაია, ლაშა ავალიანი და კახა კაკაბაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031