გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

26-09-2025

თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს განაგრძობს.


მაჟორიტარობის კანდიდატი, ამჯერად, ცოტნე დადიანის, რიონჰესის, ლომთათიძის, იმერეთისა და ღოღობერიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.


„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილია რამდენიმე ძირითადი პრობლემა - იქ, სადაც მოძველებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, საჭიროა გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, რაიონში ბევრ მისამართზეა საჭირო გამაგრების სამუშაოები, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა. ბოლო 8 წელში ნაძალადევის რაიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა კიდევ არის მოსაგვარებელი მსგავსი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გადაიჭრება“, - აღნიშნა შალვა მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930