გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ჟორჟოლიანის შვილი გაუჩერებია პოლიციას, აკუსტიკური იარაღი ჰქონია - ვიღაც ჯობავამ და მისმა ძმაკაცმა რომ სცემეს ბავშვს და „იარაღი“ წაართვეს, ეგეც აკუსტიკური იყო, მაგრამ ცოცხლად შეჭამეს ბავშვი

26-09-2025

„ნანულა ჟორჟოლიანის შვილი გაუჩერებია პოლიციას, აკუსტიკური იარაღი ჰქონია და გაშლილი აქვს ახლა თმები ლობიანის მაგნატს, როგორ გაბედეთ და ჩემ შვილზე ინფორმაცია გაავრცელეთო“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის აქტივისტებმა არასრულწლოვანს სცემეს და ასევე აკუსტიკური იარაღი წაართვეს, ამასთან იგი კრიმინალადაც გამოაცხადეს, ხოლო ბულინგის კამპანიაში, ნანუკა ჟორჟოლიანიც აქტიურად მონაწილეობდა. ნიკოლეიშვილის თქმით, ბოროტება ოპოზიციონერებს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან.


„ნანულა ჟორჟოლიანის შვილი გაუჩერებია პოლიციას, აკუსტიკური იარაღი ჰქონია და გაშლილი აქვს ახლა თმები ლობიანის მაგნატს, როგორ გაბედეთ და ჩემ შვილზე ინფორმაცია გაავრცელეთო. რამდენიმე დღის წინ, ვიღაც ჯობავამ და მისმა აქტივისტმა ძმაკაცმა რომ სცემეს ბავშვს და „იარაღი“ წაართვეს, ეგეც აკუსტიკური იარაღი იყო, მაგრამ ცოცხლად შეჭამეს ბავშვი და დადასტურებულ კრიმინალად გამოაცხადეს. ამ ბულინგის კამპანიაში ნანულა ჟორჟოლიანი აქტიურად იყო ჩართული. ჰოდა ლობიანის მაგნატს მინდა ვკითხო ახლა - არაა ხომ სასიამოვნო, ეს ყველაფერი? აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ ყველა ბოროტება, რასაც აკეთებთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031