გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვროს

27-09-2025

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვროს“, - წერს ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც საზოგადოებას, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ უზიარებს. 


„დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პროპორციული სიის პირველ ნომერთან გიორგი ფერაძესთან ერთად, ლიკანში და სოფელ ლიკანში მცხოვრებლებს შევხვდი. ადგილობრივებს გავაცანი ჩემი და ჩემი გუნდის გეგმები, რომ ბორჯომი სხვადასხვა მიმართულებით გავხადოთ მეტად განვითარებული მუნიციპალიტეტი.


ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვროს.


მადლობა თითოეულ ამომრჩეველს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.


მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ბორჯომს!“, - წერს მამუკა გელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930