გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ქვეშ

27-09-2025

საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის დემოკრატიული პროცესი.


„ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031