გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: სახელმწიფოს მეთაური დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს, მავანნი ირწმუნებოდნენ, ყაველაშვილმა „ნაცპროპაგანდის“ სტილში შეთხზა, რომ ტრამპს ესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე

27-09-2025

მავანნი ირწმუნებოდნენ, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა „ნაცპროპაგანდის“ სტილში შეთხზა, რომ ტრამპს ესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე. მეზღაპრეები ვინ აღმოჩნდნენ, ნათელია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართული ვახშმიდან აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოს.

აბაშიძის თქმით, მეზღაპრეები ვინ აღმოჩნდნენ, ამ ფოტოთი ნათელია.


„მავანნი ირწმუნებოდნენ, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა „ნაცპროპაგანდის“ სტილში შეთხზა, რომ ტრამპს ესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე. მეზღაპრეები ვინ აღმოჩნდნენ, ნათელია.


საქართველოს სახელმწიფოს მეთაური დაესწრო შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს. ღონისძიება გენ. ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა.


მოგვიანებით პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აღნიშნა: აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031