გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: ბაკურიანი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია და მისი უფრო მეტად განვითარებისთვის მე და ჩემი გუნდი ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ

27-09-2025

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს.


ამჯერად მერობის კანდიდატმა სპორტის მინისტრთან შალვა გოგოლაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან, პარლამენტის წევრთან ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ზაალ გელაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა დაბა ბაკურიანში გამართა.


მამუკა გელაშვილმა ადგილობრივებს ბაკურიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ კურტანიძე წარუდგინა.


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბა ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოეწყო ბაკურიანის რეკრეაციული პარკი, პროექტის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 10 მილიონი ლარი გამოყო. ასევე, მოეწყო სათხილამურო ტრასა, მოწესრიგდა საავტომობილო გზები და შიდასაუბნო გზები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა და წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, ბაკურიანი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია და მისი უფრო მეტად განვითარებისთვის მე და ჩემი გუნდი ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“, - წერს გელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031