გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია აშშ-ის მოქალაქე

28-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1964 წელს დაბადებული მ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.


„სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 67 გრამი მარიხუანა ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი კარტრიჯები. ასევე, ამოღებულია რამდენიმე ათეული კანაფის თესლი.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031