გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციონერებმა ჯერ ქილიკი დაიწყეს პრეზიდენტის ქართულ ენაზე მიმართვის გამო და შემდეგ ჩვენი ენა შეურაცხყვეს, შემდეგ ჩვენი და აშშ-ს პრეზიდენტების ერთობლივი რეალური ფოტო ფოტოშოპად გაასაღეს და იკადრეს ყველაფერი უკადრებელი

28-09-2025

„რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც საქართველოს არჩეული ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციაზე აპელირებს, როგორც მის ბოლო მაშველ რგოლზე, მორიგი მწარე იმედგაცრუება განიცადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართა. ეს იყო სწორედ ლეგიტიმაციის აღიარება“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუკგვერდზე წერს.


ანალიტიკოსის განცხადებით, პრეზიდენტმა გააჟღერა ის გზავნილები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავდა და ასევე, ასახავდა თავად გაეროს სულისკვეთებას.


„რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც საქართველოს არჩეული ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციაზე აპელირებს, როგორც მის ბოლო მაშველ რგოლზე, მორიგი მწარე იმედგაცრუება განიცადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართა. ეს იყო სწორედ ლეგიტიმაციის აღიარება მან გააჟღერა ის გზავნილები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავდა და ასევე ასახავდა თავად გაეროს სულისკვეთებას - დაამყაროს მშვიდობა, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს, დესტრუქციული ძალების წინააღმდეგობის გამო.


ამაზე გამწარებულმა ოპოზიციონერებმა ჯერ ქილიკი დაიწყეს პრეზიდენტის ქართულ ენაზე მიმართვის გამო და შემდეგ ჩვენი ენა შეურაცხყვეს, შემდეგ ჩვენი და აშშ-ს პრეზიდენტების ერთობლივი რეალური ფოტო ფოტოშოპად გაასაღეს და იკადრეს ყველაფერი უკადრებელი. ასეთი ტყუილებით ცდილობენ თავიანთი შეთხელებული მომხრეების გამოკვებას და ეს არის სწორედ მათი დეგრადაციის უტყუარი ნიშანი“,- წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031