გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: რადიკალურ ოპოზიციის სამყარო“ სულ სხვაა: რეალური ფოტო „ფოტოშოპია“, ტრამპის საზეიმო ვახშამზე ყოფნა – „იგნორია“; თვითონ ტრამპის 26 მაისის მილოცვის წერილიც „ფეიკად“ გაასაღეს და გადამალეს - ანუ, რასაც ვერ „აპრავებენ“, იმას არარსებულად აცხა

28-09-2025

„რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? – ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.


ქადაგიძე აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს დგას სწორ გზაზე და სადაც ყველაფერი „ფეიკია“.


„რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? – ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია.


გუტერეში პირადად მადლობას უხდის საქართველოს მშვიდობისა და სტაბილურობის არჩევისთვის, ტრამპიც იმავე ღირებულებებზე საუბრობს, მაგრამ…

მათი „სამყარო“ სულ სხვაა:

• რეალური ფოტო „ფოტოშოპია“
• ტრამპის საზეიმო ვახშამზე ყოფნა – „იგნორია“
• თვითონ ტრამპის 26 მაისის მილოცვის წერილიც „ფეიკად“ გაასაღეს და გადამალეს

ანუ, რასაც ვერ „აპრავებენ“, იმას არარსებულად აცხადებენ.


ამ სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს სწორ გზაზე დგას და სადაც ყველაფერი „ფეიკია“.


რეალობაში კი – ოპოზიციაა ჩამოშლილი, და არა საქართველო.


თვითონ არიან „ფეიკი“, თვითონ ჩამოყალბდნენ „ფოტოშოპის პოლიტიკოსებად“.


4 ოქტომბერი კი ამ პოლიტიკური ნაგვის, ქართული რეალობიდან გახვეტის დღედ უნდა იქცეს“,- წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031