გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს მელიორაცია“ სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული

29-09-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული.


სოფლებში, რომლებიც მდინარეების ადიდების გამო დაიტბორა, სპეციალური ტექნიკა მუშაობს.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდინარის კალაპოტში მოქცევის, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.


გადაუღებელი წვიმის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე შოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ ბალღოჯიანში მისასვლელ გზას საძირკველი გამოაცალა.


ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდის და ადიდებული მდინარისგან დაზიანებული გზის საძირკვლის გამაგრება.


სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930