გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს „პროევროპული“ პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი „გამარჯვება“, დიდი ალბათობით, დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ „რევოლუციას“

29-09-2025

„მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს „პროევროპული“ პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი „გამარჯვება“, დიდი ალბათობით, დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ „რევოლუციას“, რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მსოფლიოში უკვე დაგროვდა „ფერადი რევოლუციების“ განეიტრალება-ჩახშობის გამოცდილება. საქართველო შეიძლება ითქვას ამ მხრივ ერთგვარი ლიდერია. მან „ფერადი რევოლუციის“ მინიმუმ 3 მცდელობა აღკვეთა.


„მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს „პროევროპული“ პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი „გამარჯვება“, დიდი ალბათობით, დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ „რევოლუციას“, რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის.


დიდი ალბათობით, ევროკავშირში და არა მხოლოდ, გაფაციცებით მიადევნებენ თვალყურს „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, ყველანაირად შეაშველებენ სიტყვასაც და თუ ძალიან გაუჭირდათ, ხელსაც. მსოფლიოში უკვე დაგროვდა „ფერადი რევოლუციების“ განეიტრალება-ჩახშობის გამოცდილება. საქართველო, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ერთგვარი ლიდერია. მან „ფერადი რევოლუციის“ მინიმუმ 3 მცდელობა აღკვეთა. იმედია, რომ ახლაც შეძლებს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930