გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

30-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, კახეთის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ლ.; 1997 წელს დაბადებული დ.ღ.; 1997 წელს დაბადებული ჯ.ქ.; 1984 წელს დაბადებული ვ.ბ.; 1961 წელს დაბადებული გ.გ. ასევე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი - 1995 წელს დაბადებული რ.კ; 1970 წელს დაბადებული პ.ღ.; 1976 წელს დაბადებული ა.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ჯ.


სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რევოლვერები და პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.


ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031