გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, ბაჩიაშვილს დახმარებას უწევდნენ საკუთარი მშობლებიც, ისინი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას მათი დამნაშავე შვილის დაპატიმრების შემდეგაც აგრძელებდნენ

30-09-2025

„ნათქვამია: „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო“. ზუსტად ასე გამოდგა უმადური, მოღალატე, მძარცველი, სიკეთის ვერ დამნახავი ბაჩიაშვილის შემთხვევაში. რომელმაც ისარგებლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მისდამი კეთილგანწყობითა, ნდობით და ათასგვარი მაქინაციის მეშვეობით გაძარცვა“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, „კანონი ყველასათვის კანონია“, შესაბამისად, მსჯავრდებული ბაჩიაშვილის მშობლებმაც უნდა აგონ პასუხი ნაქურდალი ფულის გათეთრებაში მონაწილეობისა და შვილისთვის დახმარების გამო.


„ნათქვამია: „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო“. ზუსტად ასე გამოდგა უმადური, მოღალატე, მძარცველი, სიკეთის ვერ დამნახავი ბაჩიაშვილის შემთხვევაში. რომელმაც ისარგებლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მისდამი კეთილგანწყობითა, ნდობით და ათასგვარი მაქინაციის მეშვეობით გაძარცვა იგი.


რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, როგორც სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გაარკვიეს, ამ შუბლძარღვგაწყვეტილს დახმარებას უწევდნენ საკუთარი მშობლებიც. ისინი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას არამხოლოდ მაშინ სჩადიოდნენ, არამედ მათი დამნაშავე შვილის დაპატიმრების შემდეგაც აგრძელებდნენ. ამიტომ, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ: „კანონი ყველასათვის კანონია“ – მსჯავრდებულ ბაჩიაშვილის მშობლებმაც უნდა აგონ პასუხი ნაქურდალი ფულის გათეთრებაში მონაწილეობისა და შვილისთვის დახმარების გამო“, - წერს გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031