გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

30-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით – გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია.

 

გივი მიქანაძემ საუბრისას პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა  მაია ხაჯიშვილმა.

 

ქალაქ ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მასწავლებლები და ექსპერტები, რომლებმაც ინოვაციური პრაქტიკები, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ხედვები განიხილეს.

 

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ კოლეჯბლექსსადა ავეიროს პროფესიულ სასწავლებელს შორის, რაც საქართველოსა და პორტუგალიას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031