გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე: მთავარი აქ არის ის, რომ ჩადენილი იქნა დანაშაული, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის დაზარალებული, ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა იყოს ეფექტიანად აღდგენილი

30-09-2025

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტს ეხმიანება.


მახაშვილის განცხადებით, ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა იყოს დაცული კანონის ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ის.


„როგორც ჩანს, ერთის მხრივ რაც დადასტურებულად ვიცით, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება რის მიხედვითაც მსჯავრი დაედო ბაჩიაშვილს, ვინაიდან მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, მეორეს მხრივ, როგორც ჩანს პროკურატურამ ამ ეტაპზე რის გამოც მიმდინარეობს გამოძიება, არის მტკიცე მტკიცებულებები რის საფუძველზეც ჩანს, რომ ის თანხა, რომელიც თავის დროზე დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მშობლებზე გადაფორმებით, შეეცადა ამ თანხის გამოყენებას, ან გადამალვას, დანარჩენი ვნახავთ გამოძიება წარდგება სასამართლოს წინაშე. მთავარი აქ არის ის, რომ ჩადენილი იქნა დანაშაული და დაზარალებულის ინტერესები არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, რა არის სახელი და გვარი დაზარალებულის, ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა იყოს ეფექტიანად აღდგენილი. ჩვენ ბევრ ემოციას ვნახავთ, ბევრ მცდელობას, რომ ფაქტებიდან ყურადღება იყოს გადატანილი ემოციებზე, წინასწარ მე არაფრის თქმა არ შემიძლია“, - აცხადებს ლევან მახაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031