გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი ბაჩიაშვილის მშობლებზე: როდესაც შენს შვილს საუკეთესო პირობებს შეუქმნიან, მერე ჩაიდენს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, რაც დადასტურებული ფაქტია - ვინც ჩააცვა, იმის გახდას რომ მოინდომებს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა დგება

30-09-2025

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაქრუდალის ლეგალიზაცია-რეალიზაციაში დახმარება“ დანაშაულია, შესაბამისად, კანონი ყველას თანაბრად ეხება.


ქადაგიშვილის თქმით, როდესაც შენს შვილს საუკეთესო პირობებს შეუქმნიან განვითარებისთვის და შემდეგ იმ დანაშაულს ჩაიდენს, რაც ჩაიდინა, ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლობა დგება.


„კარგი იქნება, ყველამ თავის თავში დაინახოს ხოლმე პრობლემის სათავე. როდესაც შენს შვილს წაიყვანენ, საუკეთესო პირობებს შეუქმნიან განვითარებისათვის, ბიზნესის ერთობლივად კეთების უფლებას მისცემენ და მერე, შენი შვილი ჩაიდენს იმ დანაშაულს, რა დანაშაულიც ჩაიდინა - ეს ხომ ჩემი მონაყოლი არ არის, სასამართლოს ორი ინსტანციით დადასტურებული ფაქტია - ვინც ჩააცვა, იმის გახდას რომ მოინდომებს, როგორც ცნობილ ქართულ რომანშია აღწერილი, მერე, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა დგება. რა თქმა უნდა, დედისთვის თავისი შვილის პასუხისმგებლობის გაზიარება მძიმეა, მაგრამ, ეს ის რეალობაა, რომელიც სამწუხაროდ, შვილმა მოუტანა თავის მშობლებს და კანონი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ ყველას თანაბრად ეხება. მარტივია: ნაქურდალის ლეგალიზაცია-რეალიზაციაში დახმარება არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ, ბაჩიაშვილის ოჯახი იქნება ეს თუ სხვა, ყველას თანაბრად ეხება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031