გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

30-09-2025

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ორ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა პირი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს, აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.


ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება), ხოლო მეორეს 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031