გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა

30-09-2025

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა სოფელ ტალავერის მოსახლეობას ახალგაზრდებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით შეხვდა.


მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


„ტალავერში, ახალგაზრდებთან ერთად კარდაკარის პრინციპით შევხვდით მოსახლეობას. თითოეულ ოჯახთან გულწრფელი საუბარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დიალოგებში ყველაზე კარგად ვგრძნობ ადამიანების ემოციას, სურვილებს და იმ იდეებს, რაც მათ უკეთეს მომავალთან აკავშირებს.


ახალგაზრდების გვერდით დგომა კი განსაკუთრებულ ენერგიას მატებს ჩვენს კამპანიას. მადლობა თითოეულს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930