გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე ჭეიშვილი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე: არავითარი სინანულის განცდა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ იმის გამო, რომ მათმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული

30-09-2025

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტს ეხმიანება.


ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ ბაჩიაშვილის მშობლები არანაირ სინანულს არ განიცდიან მათი შვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით და პირიქით აპელირებენ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლურ ურთიერთობებზე.


„არა მარტო გიორგი ბაჩიაშვილი, არამედ მთელი მისი ოჯახი, ამ შემთხვევაში მშობლებიც გამოდის რომ არიან ძალიან დიდი კრიმინალური ენერგიის მატარებლები და ისინი ფაქტობრივად, როგორც იკვეთება, მას ეხმარებოდნენ იმაში, რომ მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზება მომხდარიყო. არავითარი სინანულის განცდა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ იმის გამო, რომ მათმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული რაც არის დადასტურებული სასამართლოს მიერ, არამედ, პირიქით აპელირებენ გარკვეულ ახლობლურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031