გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუკა რურუა: ბაჩიაშვილის დედის განცხადება ივანიშვილთან ახლობლობაზე არაფერ შუაშია, კრიმინალმა ოჯახმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი პასუხს აგებენ არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არამედ კანონის წინაშე

30-09-2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზუკა რურუამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის დედის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


„ამ კრიმინალური ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად მკაფიოა, რომ იურისპრუდენციაში გარკვეული ნებისმიერი ადამიანი არანაირ კითხვას არ დასვავს. რაც შეეხება ბაჩიაშვილის დედას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უარყოფით კონტექსტში ახსენებს, გამოდის და ამბობს, რომ მისი ახლობელი იყო და ასე არ უნდა მოქცეოდაო, ეს არაფერ შუაშია. კრიმინალმა ოჯახმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი პასუხს აგებენ არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არამედ კანონის წინაშე“, - განაცხადა ზუკა რურუამ.


ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი. ამავდროულად განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და ის ასე არ მოექცეოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031