გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მომენტალური გადარიცხვა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე - თიბისის მობაილბანკს ახალი შესაძლებლობა დაემატა

1-10-2025

მომხმარებლების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკში სიახლეა - 24/7-ზე სხვა ბანკიდან გადარიცხვის ფუნქციონალს, საკუთარ უცხოურ ბარათზე მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობაც დაემატა.


დღეიდან, თიბისი მობაილბანკის მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ Visa და Mastercard ბარათებით, შესაძლებლობა აქვთ, ქართული ბარათის საკუთარი ანგარიშიდან უცხოური ბარათის საკუთარ ანგარიშზე ან პირიქით, დოლარი და ევრო მომენტალურად გადარიცხონ.


ახალი ფუნქციონალით სარგებლობა შესაძლებელია 24/7-ზე. გადმორიცხვა/გადარიცხვის საკომისიო უცხოურ ბანკებში, ევროსა და დოლარში 1%-ია (მინიმუმ $5 ან € 5), თუმცა კამპანიის პერიოდში, ოქტომბრის თვის ბოლომდე, საკომისიო 0% იქნება.


ფუნქციონალის დამატებითი დეტალები, ასევე ის, თუ რომელი ქვეყნების ბარათებზე შეგიძლიათ განახორციელოთ მომენტალური გადარიცხვებით, იხილეთ ბმულზე.


ფუნქციონალით სარგებლობისთვის აუცილებელია, iOS და Android მოწყობილობაზე, აქტიური გქონდეთ მობაილბანკის მომსახურება, ვერსიით 8.15.0 ან უფრო ზევით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031