გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა

1-10-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

 

გივი მიქანაძემ სტაჟიორებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ უწყებაში მიღებული გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

 

მინისტრის თქმით, ქვეყნის მართვის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს საჯარო უწყებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადი 3000-მა კანდიდატმა შემოიტანა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031