გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით კი უპირობო ლიდერია

1-10-2025

2025 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, 7,69 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, საქართველომ რეიტინგში როგორც პოზიცია, ისე ქულა გაიუმჯობესა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, რეიტინგი აფასებს როგორც მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, როგორიცაა ინფლაციის დონე, სავალუტო კურსის სტაბილურობა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობა, ასევე რეგულაციებსა და ინსტიტუციურ სიძლიერეს, მათ შორის, ბიუროკრატიის ნაკლებობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, საკუთრების უფლების დაცულობას და სხვა.


ვახტანგ ცინცაძის თქმით, რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით კი უპირობო ლიდერია.

„საქართველოს მთავრობის მიზანია, აღნიშნული მიმართულებით განაგრძოს სხვადასხვა რეფორმების გატარება, რათა ქვეყანამ გაიძლიეროს პოზიციები როგორც საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მმართველობა და ეკონომიკური პარამეტრების სიჯანსაღე," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930