გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

1-10-2025

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


ქალაქ ბოლნისში ადგილობრივებთან შეხვედრისას მერობის კანდიდატმა მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.


„თითოეულ ოჯახთან გულწრფელი საუბარი მქონდა, მოვისმინე მათი საჭიროებები, დამოკიდებულებები და მოსაზრებები. ასეთ შეხვედრებში ყველაზე კარგად იგრძნობა ადამიანების რეალური განცდები და სურვილები. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გრძნობდნენ, რამდენად ღირებულია მათი ხმა და აზრი. სწორედ ამ დიალოგებში იბადება ის საერთო მიზნები, რომლებიც ჩვენს ქალაქს წინ წაიყვანს“, - აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930