გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა მაისურაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გამართა

2-10-2025

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა მაისურაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.


თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მმართველი გუნდის ხედვა და 4-წლიანი პროგრამის ძირითადი საკითხები გააცნო.


„წინასაარჩევნო კამპანია სრულდება და ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა დადიანის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან გავმართეთ. თვითმმართველობის არჩევნები თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის. მუნიციპალიტეტი ყველაზე ახლოს არის ხალხთან და მოსახლეობის ძირითადი პრობლემები სწორედ მუნიციპალური სამსახურების მიერ გვარდება.


დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის არჩევნებში ნაძალადევის მოსახლეობა სწორ, პრაგმატულ არჩევანს გააკეთებს და მხარს დაუჭერს ერთადერთ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარების ტემპი“, - აღნიშნა შალვა მაისურაძემ.


კანდიდატთან ერთად შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი და ირაკლი ხელაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930