გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი, 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებით“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის „გაბრაზებას“

2-10-2025

იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი, 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებით“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის „გაბრაზებას“, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში.


„როგორ ცდილობს ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათ მიერ კონტროლირებული მედია არარსებული მუხტის აწევას.


1 - პროპაგანდისტულმა ON.GE-მ გამოაქვეყნა წინა წლის განცხადება, რომელიც გაასაღა როგორც „ახალი“, სადაც ოპოზიციის კლანის რამდენიმე მოსამართლე გაურკვეველ მოცემულობებს აპროტესტებენ.


2 - პროპაგანდისტულმა „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა აქამდე არაერთხელ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც 2022 წელს ბესო ალავიძე ზეწოლაზე საუბრობს, თუმცა საუბრის იქით არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია.


3 - რადიკალურმა ოპოზიციამ გაავრცელა „გდდ-ს გეგმა“, თუმცა გეგმაში ძველი ფოტო გაეპარათ, რომელზეც პარლამენტის კარის 3 წლის წინანდელი მდგომარეობაა ასახული.


4 - მდიდარმა NGO-ებმა გაავრცელეს სპეცრაზმელების მონაცემები და ცდილობდნენ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ეს იყო „დამრბევების სია“, თუმცა აქაც შეცდომა გაეპარათ და ცესკოს სპეციალური სიებიდან ოპოზიციის მიერ გატანილი მონაცემები გამოდგა...


იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი, 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებით“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის „გაბრაზებას“, - აღნიშნავს გორდულაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031