გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ორბანი: საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა - აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ ხართ ასეთი წარმატებულები

2-10-2025

საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ცნობით, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.


„სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ასე წარმატებულია. ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, თუ როგორ ხართ ასეთი წარმატებულები. ევროპას წარმატებული ქვეყნები სჭირდება. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. ჩვენ საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება გვჭირდება“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031