გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ძალიან სამარცხვინო განცხადებაა დანიის მხრიდან, რაც კარგად მიუთითებს თუ რა პრინციპებით და ღირებულებებით ცხოვრობს დღევანდელი ევროკავშირი

2-10-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის პოზიციებს, ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო“. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გასაგებია, ვისთვისაც და რისთვისაც კეთდება ეს, რომ აქაური მათი აგენტურა იმედგაცრუებული არ დატოვონ. თორემ, არავითარი არც პოლიტიკური და არც დიპლომატიური საჭიროება ამ განცხადებისა არ არსებობდა.


„ძალიან სამარცხვინო განცხადებაა დანიის მხრიდან, რაც კარგად მიუთითებს თუ რა პრინციპებით და ღირებულებებით ცხოვრობს დღევანდელი ევროკავშირი. ადამიანს, ოფიციალურ პირს იწვევდე ფორუმზე და თან მუჯლუგუნს აყოლებდე. ხომ გასაგებია, ვისთვისაც და რისთვისაც კეთდება ეს, რომ აქაური მათი აგენტურა იმედგაცრუებული არ დატოვონ. თორემ, არავითარი არც პოლიტიკური და არც დიპლომატიური საჭიროება ამ განცხადებისა არ არსებობდა. ეტყობა აქედან წავიდა განგაშის სიგნალები...“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031