გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია რადიკალებზე: დღევანდელ მათ „სიხარულს“ თან უდიდესი ამორალურობაც ახლავს - გდდ-ს თანამშრომლების ვითომ „ახალ სიებში“ ერთი მათგანი აწ გარდაცვლილი, პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია

2-10-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ოპოზიციონერი ჟურნალისტის ვახო სანაიას განცხადებას, სადაც საუბარია გდდ-ის თანამშრომლების ვინაობის გამოაშკარავებაზე, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


კირცხალიას შეფასებით, ეს არის ოპოზიციის მიერ სახელმწიფოს ჩამოშლის გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა, ხელს არავინ მოაწერს.

მისივე ინფორმაციით, გამოქვეყნებულ ე.წ. ახალ სიებში, ერთი პირი პოლიციის გარდაცვლილი თანამშრომელია, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს, თუ რაზე არიან წამსვლელები რადიკალები.


„აი, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა, ხელს არავინ მოაწერს! დღევანდელ მათ „სიხარულს“ თან უდიდესი ამორალურობაც ახლავს: გდდ-ს თანამშრომლების გამოქვეყნებულ ვითომ „ახალ სიებში“ ერთი მათგანი აწ გარდაცვლილი, პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია… ალბათ, კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რაზე წამსვლელები და რისი მკადრებლები არიან!“, - წერს ირაკლი კირცხალია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930