გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ალან ბერსესთან შეხვედრისას შევეხეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც, გამოვთქვით სრული მზაობა, რომ ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუ

2-10-2025

ალან ბერსესთან შეხვედრისას ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კოპენჰაგენში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა სრული მზაობა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობაზე. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზად არის საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს.


„ალან ბერსესთან შეხვედრისას ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც. მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეამ კონკრეტული რეზოლუცია დაამტკიცა. ჩვენ აქაც გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. მე მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930