გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად

2-10-2025

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, რომელიც წელს დანიის სამეფოში ტარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსიის დროს მან ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ როლს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობაში.


„ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, რომელიც წელს დანიის სამეფოში ტარდება. მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსიის დროს ხაზი გავუსვი საქართველოს უნიკალურ როლს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობაში. ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად. ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა", - აღნიშნავს პრემიერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031