გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა

3-10-2025

მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა, PACE (უფრო სწორად, მისი ერთი პატარა ჯგუფი) ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს და ახლა ცდილობს მუნიციპალური არჩევნების დისკრედიტაციას, გასაგებია, რა მიზნითაც - ბრალი დასდონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისივე შეფასებით, 2024 წლის არჩევნები ცესკოს კარგი ადმინისტრირებით ჩატარდა, რამაც დარღვევების მინიმიზაცია მოახდინა, აღიარა ყველა წესიერმა დამკვირვებელმა. იგივე პრაქტიკა იქნება ახლაც, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.


„მუნიციპალური არჩევნების წინ ევროკავშირმა აქაურ რადიკალურ ოპოზიციას მორიგი მაშველი რგოლი შეაშველა და სამიზნედ თავად არჩევნები ამოიღო. თუმცა თავადვე ჩავარდნენ დიდ აბსურდში. მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა, PACE (უფრო სწორად, მისი ერთი პატარა ჯგუფი) ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს და ახლა ცდილობს მუნიციპალური არჩევნების დისკრედიტაციას, გასაგებია, რა მიზნითაც - ბრალი დასდონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში. ამ ხაზში ჯდება მდიდარი „ენჯეოების“ მიერ შეთქმულებივით, არჩევნებზე დაკვირვებაზე დემონსტრაციული უარი. რომ მერე „გაყალბებაზე“ აყვირდნენ. მოკლედ, დღესავით ნათელია ყველაფერი, ის, რომ 2024 წლის არჩევნები ცესკოს კარგი ადმინისტრირებით ჩატარდა, რამაც დარღვევების მინიმიზაცია მოახდინა, აღიარა ყველა წესიერმა დამკვირვებელმა. იგივე პრაქტიკა იქნება ახლაც, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. ადრე, თუ გვიან, PACE-ს მოუწევს საქართველოსთან მიმართებით ამჟამინდელი მანკიერი პოზიციების შეცვლა.


Ps. პირველივე კომენტარში ნახავთ, რომ PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღება პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა და PACE-ს 612 წევრიდან მას მხარი მხოლოდ 61-მა დაუჭირა“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031