გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა: ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და ქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა

4-10-2025

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. თბილისის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, N64 საარჩევნო უბანზე მისცა.


როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და დედაქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა".


„გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"; ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა". ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, პრობლემები.


საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტების განხორციელება იგეგმება თუნდაც ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური მიმართულებით; გაგრძელდება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები; განხორციელდება ახალი პროექტები ტრამვაის, მეტროს სახით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მომდევნო ოთხი წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი დედაქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031