გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას

4-10-2025

„ხმა მივეცი დედაქალაქის მომავალ მერს, უალტერნატივო კანდიდატს. შესაბამისად, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.


„დღეს ჩვენი საზოგადოება მორიგ ჯერზე გააკეთებს გონივრულ არჩევანს და 4 წლის თავზე ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მეტად განვითარებულ, კეთილდღეობითა და მშვიდობით სავსე ყველა მუნიციპალიტეტს," - აღნიშნა მინისტრმა.


მარიამ ქვრივიშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, საბურთალოს ოლქის მესამე უბანზე გააკეთა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031