გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზამურ ჭითანავა: საკუთარი არჩევანი ქალაქ ბოლნისის №3 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გავაკეთე და რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას

4-10-2025

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რის შესახებაც საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.


„საკუთარი არჩევანი ქალაქ ბოლნისის №3 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გავაკეთე და რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის - „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა“, - წერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930