გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო დამკვირვებელი ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი: როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე. ვნახეთ, რომ სისტემა არის ელექტრონული, რაც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს საფრანგეთში

4-10-2025

„როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფიმ.

მისი თქმით, არჩევნები მიმდინარეობს ელექტრონული სისტემით, რაც განსხვავდება იმისგან, რაც საფრანგეთშია.


„დღეს 8 საათიდან ვიყავით საარჩევნო უბნებზე. როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე. ვნახეთ, რომ სისტემა არის ელექტრონული, რაც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს საფრანგეთში“, - განაცხადა ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფიმ.


თვითმმართველობის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. საქართველოში იმყოფებიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031