გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: დარწმუნებული ვარ, დღეს ბორჯომში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს - წინასწარ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს გამოცხადებული ნდობისთვის

4-10-2025

ბორჯომის მერობის ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. იგი დარწმუნებულია, რომ ბორჯომში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.


„მხარი დავუჭირე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, ამ პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარი ქვეყნის და მისი მუნიციპალიტეტები მშვიდობიანად განავითაროს.


დარწმუნებული ვარ დღეს ბორჯომში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც მერობის ასევე საკრებულოს არჩევნებში. წინასწარ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის”, - აცხადებს მამუკა გელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31