გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გამოიჩინონ აქტიურობა, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საქართველოს და მისი თითოეული კუთხის, თითოეული ქალაქისა და სოფლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება

4-10-2025

თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საქართველოს და მისი თითოეული კუთხის, თითოეული ქალაქისა და სოფლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა მეტი სიკეთე შევიდეს საქართველოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.


„როგორც ხედავთ, არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში.


შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობს იღებს 12 საარჩევნო სუბიექტი, რომლებსაც კონკურენტულ გარემოში ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა.


მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება 8,184 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი 55 ორგანიზაციიდან, აგრეთვე 984 წარმომადგენელი 73 მედია-ორგანიზაციიდან. თითოეულ დამკვირვებელს და მედიის წარმომადგენელს აქვს სრული შესაძლებლობა, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას და გააშუქოს საარჩევნო პროცესები.


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის მილიონმა, 990 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მონაცემებთან.


მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საქართველოს და მისი თითოეული კუთხის, თითოეული ქალაქისა და სოფლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა მეტი სიკეთე შევიდეს საქართველოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031