გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ახლაც სტანდარტული პროტოკოლებით არის მობილიზებული სამართალდამცველი უწყებები. თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებს შესაბამის, პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს

4-10-2025

საპოლიციო ძალები და ზოგადად, სამართალდამცველი ორგანოები მობილიზებული არიან სტანდარტული პროტოკოლების მიხედვით, - განაცხადა სამართალდამცველების მობილიზაციის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.


მისივე თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში ოპოზიციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, განეხორციელებინა რევოლუცია.


„მაშინ, ჯამში, ძალადობდა ერთბაშად 500-დან 1000 კაცამდე, თუმცა ამას დასჭირდა შესაბამისი ძალოვანი რესურსი - მოგერიებულიყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე.


ახლაც სტანდარტული პროტოკოლებით არის მობილიზებული სამართალდამცველი უწყებები და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. პროპორციული ძალა დაუპირისპირდება ნებისმიერი ძალადობის მცდელობას, თუ ასეთი მცდელობა განხორციელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, წინა შემთხვევებში აქციებზე დარბევას ადგილი არ ჰქონია.


„თუ რაიმეს შეიძლება ეწოდოს დარბევა, ეს იყო ის ძალადობა, რომელსაც მიტინგის მონაწილეები მიმართავდნენ სამართალდამცველი უწყებების მიმართ.

რაც შეეხება პოლიციას, მთლიანად სამართალდამცველ უწყებებს, მათ დაშალეს შეკრება, როდესაც ეს იყო საჭირო სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებს შესაბ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031