გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავაზე: ამ მცოცავმა გომბიომ სალომე ზურაბიშვილი აკენწლა

5-10-2025

„ამ მცოცავმა გომბიომ სალომე ზურაბიშვილი აკენწლა, რომ ის ეთქვა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გაცილებით უკეთესი ქართულით თქვა.

 

მიშას ელაქუცება, დაგმე ისინი და მე მიმსახურეო.

ესენი უკანმოუხედავად ჩაირეცხებიან“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავას შესახებ სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

 

„დღესაც გაემიჯნა პროცესს [ზურაბიშვილი], დღესაც პროვოკაცია უწოდა - რა მარტივია, უკაცრავად, მეც გამოვიდე ახლა და გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, თურმე გეგმა არ ჰქონია, მე რა ვიცი, შეიძლება გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება რაღაცა სხვას გეგმავდა, ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა, იმიტომ, რომ დღეს აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031