გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: დაიწყეს „მორალური სპექტაკლი“ - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო, თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით?

5-10-2025

„ერთი დაიმახსოვრეთ, ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას იმ ბოროტებაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ! დაიწყეს „მორალური სპექტაკლი“ - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო. თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? ყველა ვინც ახალისებდა, მხარს უჭერდა და ირიბად მონაწილეობდა ამ ვანდალიზმში, ყველა დაისჯებით“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და დაუფარავად ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს.


„ერთი დაიმახსოვრეთ, ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას იმ ბოროტებაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ! დაიწყეს „მორალური სპექტაკლი“ - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო. თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? ყველა ვინც ახალისებდა, მხარს უჭერდა და ირიბად მონაწილეობდა ამ ვანდალიზმში, ყველა დაისჯებით. დილით არჩევნები და საღამოს აქციაო - „ლელოს“ კანდიდატი რომ გაკიოდა, უკვე გაემიჯნა? ან ის ცანცარა ელისაშვილი სად გაქრა, თავ-პირის დამტვრევით რომ იმუქრებოდა? მოკლედ, გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და დაუფარავად ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს!“, - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728