გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე პაატა ბურჭულაძის ადრინდელ განცხადებაზე, რომ საჭიროა პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან, აცხადებს: უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვდეს ხელისუფლებისგან

6-10-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჩაწერილ ძველ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დასმულ შეკითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს თუ არა პირდაპირ დიალოგს რუსეთის ხელისუფლებასთან, ბურჭულაძე პასუხობს: „ეს გუნდის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით საჭიროა პირდაპირი დიალოგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვყავდეს ის შუამავალი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი საუბრისა, მაგრამ პირდაპირი საუბარი უნდა იყოს“.

„მინიმუმ, უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვდეს ხელისუფლებისგან...“, - წერს ანანიძე.




ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930