გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის დაფინანსებით თბილისში მონტესორის პირველი ბაღი გაიხსნა

6-10-2025

თიბისის დაფინანსებით, მონტესორის პირველი ლიცენზირებული ბაღი - „მონტესორი უნივერსი“ - გაიხსნა. სასწავლო დაწესებულება საქართველოში ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედდა. ბაღი თბილისში, ლისის ტბასთან, მდებარეობს და 2.5-დან 6-წლამდე ასაკის 180 ბავშვს მიიღებს.


პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 4.7 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის დაფინანსება მილიონ ლარამდეა.


ბაღის შენობა დაპროექტდა და აშენდა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბავშვებზე, რათა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად საქმიანობა და თამაში შეძლონ. მასწავლებლები გადამზადებულები არიან აშშ-ში, მონტესორის სასწავლო ცენტრში.


თიბისისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზოგადად, განათლების სფეროს მხარდაჭერა. ბანკი სექტორს აქტიურად აფინანსებს - ამ მიმართულებით თბისის სასესხო პორტფელი 162 მილიონ ლარს შეადგენს. საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერით, თიბისი პარტნიორებთან ერთად საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და განათლების მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031